Shevardeni-2005

Call: +995 32 295-36-01, E-mail: info@shevardeni-2005.ge

GeorgianEnglish (United Kingdom)Russian (CIS)

Profile

Menu Style

Cpanel

საქართველოს ჩემპიონატი + ვიდეო

26-27 ნოემბერს ძიუდოს აკადემიაში ჩატარდა საქართველოს ჩემპიონატი, სადაც საქართველოს უძლიერეს ძიუდოისტებმა იჭიდავეს. მათ შორის იყვნენ ძიუდოს კლუბის „შევარდენი-2005“-ის  მოსწავლეები.

 

 

თორნიკე ნაგლიაშვილი (66 კგ) - ევროპის ვიცე ჩემპიონი ახალგაზრდებში, რომელმაც შესანიშნავად ჩაატარა ტურნირი, მან მხოლოდ მესამე  შეხვედრა დათმო თორნიკე თათარაშვილთან  და რეპეშაჟიდან მოუხდა გაგრძელება , მესამე ადგილისათვის შეხვედრაში ვანო თოთლაძეს სძლია და მესამე ადგილი დაიკავა...

გიგა გიგაური (73 კგ) - ასევე ახალგაზრდა ძიუდოისტი, რომელიც სულ ცოტახნის წინ 23 წლამდელთა  საქართველოს ჩემპიონატზე პირველი ადგილი დაიკავა, ამჯერად მხოლოდ მესამე ადგილს დასჯერდა, მან შეხვედრა მხოლოდ შემდგომში ჩემპიონ ფრიდონ გიგანთან დათმო  და მესამე ადგილისათვის შეხვედრაში, იგი გორელ ანზორ ხმიადაშვილს დაუპირისპირდა, სადაც მტკივნეული ილეთით  მოიპოვა გამარჯვება...

ონისე ბუღაძე (+100) - ალბათ ყველასათვის ცნობილია ონისე ბუღაძე, მან ღირსეული ბრძოლით გაიკვლია გზა ფინალისკენ, თუმცა მას გზა თუშიშვილმა გადაუღობა და  მესამე ადგილს დასჯერდა...

გურამ თუშიშვილი (+100) - არ შეიძლება არ აღინიშნოს თუშიშვილის გამორჩეული ჭიდაობა ისეთ შეჯიბრზე, სადაც ყველასთვის ცნობილი ლევან მატიაშვილი იღებდა მომაწილეობას და როგორც მოსალოდნელი იყო მათი გზა ფინალში გადაიკვეთა, სადაც მათიაშვილისა და თუშიშვილის შეხვედრა არ შედგა და თუშიშვილი საქართველოს ჩემპიონი გახდა...

 

გიგა გიგაურის შესრულებული მტკივნეული

 

თორნიკე ნაგლიაშვილის შესრულებული ლამაზი ილეთი

You are here Home