Shevardeni-2005

Call: +995 32 295-36-01, E-mail: info@shevardeni-2005.ge

GeorgianEnglish (United Kingdom)Russian (CIS)

Profile

Menu Style

Cpanel

საქართველოს ძიუდოს ნაკრები ევროპის ჩემპიონია

2014 წლის ევროპის ჩემპიონი საქართველოს ეროვნული ნაკრები - ადამ ოქრუაშვილი, უშანგი მარგიანი, ვარლამ ლიპარტელიანი, ზვიად გოგოჭური, ამირან პაპინაშვილი, შალვა ქარდავა, ავთანდილ ჭრიკიშვილი, ნუგზარ ტატალაშვილი, ზებედა რეხვიაშვილი, ლევან მატიაშვილი

საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონის ტიტული ზედიზედ მესამედ მოიპოვა.

საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში დასრულებულ ევროპის ჩემპიონატზე გუნდურ ტურნირშიქართველმა ძიუდოისტებმა 1/4 ფინალში ჩეხეთის (5:0), 1/2 ფინალში საფრანგეთის (3:2), ფინალში კი რუსეთის ეროვნული ნაკრები (4;1) დაამარცხეს და ევროპის ჩემპიონობა მეშვიდედ მოიპოვეს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრები ზედიზედ სამი წელია ევროპის ჩემპიონატის ფინალში რუსეთის ეროვნულ გუნდს ამარცხებს.

ევროპის გუნდური ჩემპიონობის მოპოვებამდე, 26 აპრილს ევროპის ძიუდოს კავშირმა გალა-დაჯილდოებაზე საქართველოს ნაკრები 2013 წლის საუკეთესო გუნდად დაასახელა (იხილეთ ფოტოგალერეა).

2013 წლის ევროპის საუკეთესო მწვრთნელის პრიზი - ვერცხლის ორდენი საქართველოს ნაკრების მწვრთნელს ირაკლი უზნაძეს გადაეცა, ხოლო ბექა ღვინიაშვილი 2013 წლის საუკეთესო ახალგაზრდა ძიუდოისტი გახდა.

ევროპის ძიუდოს კავშირმა 2013 წლის ევროპის საუკეთესო ძიუდოისტად ფრანგი ტედი რინერი დაასახელა, ხოლო საუკეთესო ქალი ძიუდოისტის ტიტული კოსოვოელ მაილინდა კელმენდს ერგო.

ინდივიდუალურ შეჯიბრში საქართველოს ნაკრების წვერებმა 2 ოქროს და 2 ვერცხლის მედალი მოიპოვეს. ევროპის ჩემპიონები ავთანდილ ჭრიკიშვილი (81 კგ) და ვარლამ ლიპარტელიანი (90 კგ) გახდნენ, ვერცხლის მედლები კი ამირან პაპინაშვილიმა (60 კგ) და ადამ ოქრუაშვილმა (+ 100 კგ) მოიპოვეს).

ევროპის გუნდური ჩემპიონატი ძიუდოში

კაცები

 

1. საქართველო

2. რუსეთი

3. გერმანია

3. საფრანგეთი

ქალები

 

1. საფრანგეთი

2. გერმანია

3. პოლონეთი

3. სლოვენია

JA Content Slide Error: There is not any content in this category
You are here News საქართველოს ძიუდოს ნაკრები ევროპის ჩემპიონია

Up Coming Events

დაგვიკავშირდით

ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზ. 95

Tel: (+995 32) 2953601

Email: info@shevardeni-2005.ge
Website : www.shevardeni-2005.ge

შემოგვიერთდით