Shevardeni-2005

Call: +995 32 295-36-01, E-mail: info@shevardeni-2005.ge

GeorgianEnglish (United Kingdom)Russian (CIS)

Profile

Menu Style

Cpanel

ჭრიკიშვილის ოქრო ტოკიოს გრან სლემზე

ტოკიოში მიმდინარე გრან სლემზე 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში "შევარდენი 2005"–ის კლუბის წევრმა ავთანდილ ჭრიკიშვილმა უპრესტიჟულესი საერთაშორისო ტურნირი წაუგებლად ჩაატარა და ძიგორო კანოს მემორიალზე საქართველოს ისტორიული ოქროს მედალი მოუპოვა.

ჭრიკიშვილი ტოკიოში მსოფლიო რეიტინგის ლიდერის რანგში ჩავიდა. იაპონურ ტატამზე ყველა მისი და მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის – იაპონელი ტაკენორი ნაგასეს ფინალს ელოდა, მაგრამ გადამწყვეტ ბრძოლამდე მხოლოდ ქართველი მივიდა. ნაგასემ კი უმაღლესი სინჯის მედლისთვის ბრძოლის შანსი ნახევარფინალში დაკარგა, მას შემდეგ, რაც სამხრეთკორეელ სეუნგსუ ლისთან შეხვედრაში ფეხში შესვლის გამო მოხსნეს.

საქართველოს 2013 და 2014 წლების საუკეთესო სპორტსმენმა გრან სლემის საჩემპიონო ბრძოლაში სწორედ ნაგასეს მომგებ კორეელს აჯობა და მეორე საჭიდაო დღე საქართველოს ჰიმნით დასრულდა. ჭრიკიშვილმა ლის უილეთო შეხვედრაში, ორი შიდოთი მოუგო და ოქროს მედალთან ერთად 500 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა.

ფინალის გზაზე ავთანდილ ჭრიკიშვილმა ოთხი შეხვედრა მოიგო. იაპონელ კეიტა ნაგაშიმას ვაზარით აჯობა, ჰოლანდიელ ფრანკ დე ვიტსა და საბერძნეთის ნაკრების წევრ რომან მუსტოპულოსს – სუფთა გდებებით, ხოლო სამხრეთკორეელ კი-ჩუნ ვანგს – იუკოთი.

ხვალ 90 კილოგრამში საქართველოს სახელით ჩვენი კლუბის წევრი ვარლამ ლიპარტელიანი იჭიდავებს, რომელიც ტურნირზე მეორე ნომრადაა განთესილი და საქმეში მეორე წრიდან ჩაებმება, სავარაუდოდ იაპონელ იუია იოშიდასთან შეხვედრით.

JA Content Slide Error: There is not any content in this category
You are here News ჭრიკიშვილის ოქრო ტოკიოს გრან სლემზე

Up Coming Events

დაგვიკავშირდით

ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზ. 95

Tel: (+995 32) 2953601

Email: info@shevardeni-2005.ge
Website : www.shevardeni-2005.ge

შემოგვიერთდით