"შევარდენი 2005" საქართველოს საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებულია

шаблоны для joomla 2.5
joomla 2.5
бесплатные шаблоны joomla 2.5
бизнес шаблоны joomla
шаблоны joomla

31 ოქტომბერს თბილისში, ძიუდოს აკადემიაში ჩატარდა ავთანდილ ჭრიკიშვილის სახელობის საქართველოს საკლუბო ჩემპიონატი, სადაც საპრიზო ფონდი 16 ათას ლარს შეადგენდა. გამარჯვებული ჩვენი კლუბი შევარდენი2005 გახდა. ჩემპიონატში მონაწილეობას საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 36 კლუბი იღებდა.

შევარდენს ფინალამდე 4 შეხვედრის ჩატარება მოუწია. პირველ ეტაპზე მათ კლუბი "შილდა" დაამარცხეს, მეორე შეხვედრაში კლუბი "ფშაველა", მეოთხედფინალში კლუბ "ტაიფუნს" დაუპირისპირდნენ და შეხვედრა წარმატებით ჩაატარეს. ნახევარფინალში "ვიპ ძიუდოსთან" მოუწიათ დაპირისპირება და ეს ორთაბრძოლაც წარმატებით დაასრულეს. მეხუთე, ფინალურ ორთაბრძოლაში კლუბი "შევარდენი 2005" უკვე მესამედ დაუპირისპირდა კლუბ "ლიდერს" და მესამედაც არ დაუთმეს მათ პირველობა.