საქართველოს ჩემპიონატი

шаблоны для joomla 2.5
joomla 2.5
бесплатные шаблоны joomla 2.5
бизнес шаблоны joomla
шаблоны joomla

შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ძიუდოს აკადემიაში დასრულდა საქართველოს ჩემპიონატი დიდებში და გამოვლინდნენ ჩემპიონ–პრიზიორები. "შევარდენი 2005"–ის კლუბის წევრებიდან მედლები მხოლოდ გელა კელიხაშვილმა (ბრინჯაო 66კგ) და ონისე ბუღაძემ (ოქრო +100კგ) მოიპოვეს.

გელა კელიხაშვილი მესამე საპრიზო ადგილს დაეუფლა. მძიმე წონაში პირველ ნომრად საქართველოს ნაკრების წევრი, ევროპის მოქმედი ჩემპიონი ადამ ოქრუაშვილი იყო განთესილი, მაგრამ ტატამზე გასვლა ტრავმის გამო ბოლო მომენტში გადაიფიქრა. მის არყოფნაში მთავარ ფავორიტად ონისე ბუღაძე იქცა და ბოლომდე იფავორიტა. საჩემპიონო ბრძოლაში მან ახალგაზრდული ნაკრების წევრი გიორგი ლაზუაშვილი დაამარცხა. იქამდე კი თორნიკე ოთინაშვილი, გიგა გელაშვილი და გუგა კიბორძალიძე ჩამოიცილა.

საქართველოს პირველობაზე მონაწილეობა არ მიიღეს "შევარდენი 2005"–ის კლუბის წევრებმა, ამასთანავე საქართველოს პირველმა ნომრებმა და მსოფლიოს ერთ–ერთმა ძლიერმა ძიუდოისტებმა ავთანდილ ჭრიკიშვილმა (81კგ) და ვარლამ ლიპარტელიანმა (90კგ), რომლებიც რიოს 2016 წლის ოლიმპიადისთვის მზადებას გადიან.

 

საქართველოს ჩემპიონატი

 

თბილისი

12 ნოემბერი

 

60 კგ

1 ამირან პაპინაშვილი

2 ლუხუმ ჩხვიმიანი

3 ივანე ჯავახიშვილი

3 ნიკო ჭიკაიძე

 

66 კგ

1 თორნიკე თათარაშვილი

2 ბექა შავდათუაშვილი

3 მინდიალილუაშვილი

3 გელა კელიხაშვილი

 

73 კგ

1 ფრიდონ გიგანი

2 გიორგი კაციაშვილი

3 ანზორ ხმიადაშვილი

3 ზვიად კაპანაძე

 

81 კგ

1 უშანგი მარგიანი

2 ზებედა რეხვიაშვილი

3 გიორგი პაპუნაშვილი

3 კობა მჭედლიშვილი

 

90 კგ

1 პაატა ღვინიაშვილი

2 ზვიად გოგოჭური

3 თორნიკე ჯუღელი

3 არჩილ გოგოლაშვილი

 

100 კგ

1 ლაშა გურული

2 ჯაბა მუმლაძე

3 ლაშა ტაველური

3 ალექსანდრე ზაალიშვილი

 

+100 კგ

1 ონისე ბუღაძე

2 გიორგი ლაზუაშვილი

3 გიორგი ზაქარიაძე

3 ვახტანგ ოქრუაშვილი