''შევარდენი 2005" –მა "ოქროს ლიგის" საგზური მოიპოვა

шаблоны для joomla 2.5
joomla 2.5
бесплатные шаблоны joomla 2.5
бизнес шаблоны joomla
шаблоны joomla

ძიუდოს საკლუბო ევროპირველობაზე პირველი ლიგის ჩემპიონი "საგარეჯო” გახდა. კლუბი "შევარდენი” კი მესამე საპრიზო ადგილზე გავიდა და ამ მიღწევით ორივე გუნდმა უმაღლესი - "ოქროს ლიგის” საგზური მოიპოვა.

"შევარდენმა” ძირითად ბადეში გამოსვლა მეოთხედფინალში დაასრულა, ტიუმენის "ნიუ სტრიმთან” წაგებით (1:4). გურამ მოდებაძის ახალგაზრდული გუნდიდან ერთადერთი ქულა 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ფრიდონ გიგანმა მოიპოვა, არბი ხამხოევის იპონით ძლევით. თორნიკე ნაგლიაშვილი (66 კგ) გამოცდილ დენის ლავრენტიევს ტოლ-სწორად ებრძოლა, მაგრამ საფინალო გონგამდე 30 წამით ადრე ვაზარიზე დაეცა და ჩამორჩენას ვეღარაფერი მოუხერხა.

ანზორ ბიბილაშვილმა (81 კგ) ივან ვორობიოვთან წააგო, გიორგი გველესიანმა (90 კგ) – კომრონშოხ უსტოპირიონთან, ხოლო ონისე ბუღაძემ (+90 კგ) – სოსლან ბოსტანოვთან.

"ნიუ სტრიმთან” დაჭიდებამდე "შევარდენმა” ფრანგული "სუსი” ჩამოიშორეს (3:2). გელა კელიხაშვილისა (66 კგ) და გიგანის (73 კგ) ბრძოლების შემდეგ მოდებაძის გუნდი ორქულიანი უპირატესობით დაწინაურდა, მაგრამ ბიბილაშვილმა (81 კგ) და ონისე სანებლიძემ (90 კგ) თავიანთი შეხვედრები წააგეს და გადამწყვეტი მძიმეწონოსანთა დაჭიდება გამოდგა, სადაც ბუღაძემ ანტონ ბრაჩევს ვაზარი-იუკოთი სძლია.

ბრინჯაოს გზაზე "შევარდენმა” სამი მეტოქე ჩამოიშორა: ჰოლანდიის "ნორდ ოსტი”, საფრანგეთის "სარტრუვილი” და რუსეთის "რატიბორეცი”. ყველა ერთნაირი ანგარიშით – 4:1. კელიხაშვილმა, გიგანმა და ბუღაძემ სამივე შეხვედრაში აიღეს ქულები. ბიბილაშვილმა "ნორდ ოსტთან” იმარჯვა, "სარტრუვილთან” წააგო, რეპეშაჟის ფინალი კი ტრავმის გამო გამოტოვა.90 კგ–ში ბოლო ორ ბრძოლაში საერთო გამარჯვებაში თავისი წვლილი გიორგი გველესიანმა შეიტანა.

"ბრინჯაოს ფინალში” "შევარდენი” ტატამზე კაცნაკლული გავიდა და ერთადერთი ქულაც სწორედ ამის გამო დაკარგა.

ძიუდო

ევროპის საკლუბო პირველობა

პირველი ლიგა

თბილისი

19 დეკემბერი

 

კაცები

1 საგარეჯო (საქართველო)

2 ნალჩიკი (რუსეთი)

3 შევარდენი (საქართველო)

3 ედელვაისი (რუსეთი)